Tuesday 11 June 2019


გაკვეთილის გეგმა


გაკვეთილის მთავარი თემა
ვექტორების შეკრება. ვექტორის რიცხვზე გამრავლება
სწავლების საფეხური
IX-კლასი
თარიღი
23.04.2019 წელი   24.04.2019 წელი

მოსწავლეთა პროფილი
4
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
მოსწავლეები ეცნობიან ორი ვექტორის ჯამისა და ვექტორის ნამრავლის ცნებებს, იძენენ ვექტორების შეკრებისა ვექტორის რიცხვზე გამრავლების მოქმედებათა შესრულების ჩვევებს
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
)ვექტორების შეკრების ორი ხერხის-სამკუთხედისა პარალელოგრამის წესების გაცნობა დაუფლება და ამოცანების ამოხსნისას მათი გამოყენების ჩვევების გამომუშავება
)  ვექტორის რიცხვზე გამრავლების წესის შესწავლა და ამოცანების ამოხსნისას წესების უნარ ჩვევების გამომუშავება
) კოორდინატებით მოც. ვექტორებზე მოქმედებათა შესრულების შედეგის კოორდინატებითჩაწერის წესების ათვისება
წინარე ცოდნა
1)ვექტორის ცნება
2)ვექტორის წარმოდგენა მიმართული მონაკვეთით
3)ვექტორის კოორდინატების ცნება
4)მოცემული ვექტორის   ტოლი ვექტორის გადადება რაიმე წერტილიდან
შეფასების საგანი პროცედურები
მოსწავლეები შეფასდებიან წინასწარ შსედგენილი სქემის მიედვით
სასწავლო მასალა ტექნიკური რესურსები
ომპიუტერი,პროექტორი,დაფა,ცარცი,სახელმძღვანელო,
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი
სფაზა A (10 წთ)  
საორგანიზაციო საკითხები (2წთ)
საშინაო დავალების (ვექტორი, ვექტორის კოორდინატები) წერითი და ზეპირი შემოწმება ( 8წთ)
საშინაო დავალების რამოდენიმე ნომერი კეთდბა დაფაზე ხოლო ზეპირი შემოწმება კითხვების საშვალებით
1. რას ეწოდება სკალარული სიდიდე? ვექტორული სიდიდე?
2. რა არის ვექტორი?
3. როგორ განვსაზღვრავთ ვექტორის კოორდინატებს?
4. რას ეწოდება ერთეულოვანი ვექტორი?
5. რას ეწოდება ვექტორის მოდული?
6. რას ეწოდება ნულოვანი ვექტორი?
7. რისი ტოლია ნულოვანი ვექტორის მოდული?კოორდინატები?
ყველაფერი ეს ფონს უქმნის ახალი მასალის კონსტრუირებას
ფაზა B (20წთ)
მასწავლებელი აკეთებს პრეზენტაციას თემაზე.
როგორ გავამრავლოთ რიცხვი ვექტორზე და როგორ შევკრიბოთ ვექტორები?
აქტივობები:
1. რიცხვის გამრავლება ვექტორზე (5წთ)
2. ვექტორების შეკრების ხერხების გაცნობა (5წთ)
3. ცნობილია ვექტორის კოორდინატები,როგორ მოვახდინოთ რიცხვზე გამრავლება და შეკრება (5წთ)
4. რა თვისებები ახასიათებს ვექტორებს როგორც სკალარულ სიდიდეებს (5წთ)
მასწავლებელი პრეზენტაციის დროს საჭირო მომენტში რთავს პროექტორს,მოსწავლეებთან ერთად ხდება ნახაზების გარჩევა და სათანადო დასკვნების გამოტანა,ზოგიერთი დებულების სისწორის დასაბუთება ხდება დაფაზე.
ფაზა C (15წთ)
მასწავლებელი თემის ბოლოს კითხვებით და ტესტებით ამყარებს თემას:
1.რას უდრის რიცხვისა და ვექტორის ნამრავლი?
2.როგორ ვკრებთ ვექტორებს სამკუთხედისა და პარალელოგრამის წესით?
3.რას უდრის ვექტორების ჯამისა და რიცხვზე ნამრავლის კოორდინატები?
4. რა თვისებები ახასიათებს პექტორებზე მოქმედებებს?
    ტარდება დამოუკიდებელის სამუშაო წყვილებში კონკრეტულ თემაზე.ხდება დამოუკიდებელი სამუშაოს შემოწმება და იმარტება მცირე დისკუსია. (10 წთ)
    შემდეგ ეტაპზე ხდება მოსწავლეთა შეფასება, გამოყენებულია განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასება, შეფასების რუბრიკა.
    მოსწავლეებს ეძლევათ საშინაო დავალება სათანადო მითითებებით (3 წთ)
    მასწავლებელი გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეებიდან ღებულობს ბარათებს რომლებში ჩაწერილია რა საკითხი გაუჭირდათ ,რომელსაც მასწავლებელი გაითვალისწინებს მომდევნო გაკვეთილზე.
  გაკვეთილის ბოლოს მასწავლებელი აფასებს კლასს წინასწარ შედგენილი შეფასების კრიტერიუმების მიხედვით  და უსურვებს წარმატებას…..(2 წთ)

გაკვეთილის გეგმა გაკვეთილის მთავარი თემა ვექტორების შეკრება . ვექტორის რიცხვზე გამრავლება სწავლების საფე...